აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ყველაზე პოპულარულ გაცვლით პროგრამაში, FLEX Program მონაწილე ქართველი სტუდენტებისათვის განკუთვნილი ადგილები 33%-ით გაიზრდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
დაინტერესებულ სტუდენტებს პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამ ბმულზე.
წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში