იხილეთ ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ დოქტურანტურისთვის
თუ:
- ხართ დაინტერესებული სასწავლო სტიპენდიის მოპოვებით
- ხართ ბაკალავრის დიპლომის მფლობელი, ან იმყოფებით ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე
- ხართ 30 წლამდე ასაკის
- ფლობთ ფრანგულ ენას
შემოიტანეთ თქვენი კანდიდატურა:
1. ჩამოტვირთეთ და შეავსეთ კანდიდატის დოსიე
2. დოსიეს თან დაურთეთ შემდეგი საბუთები:
ფრანგულ ენაზე შედგენილი მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ ერთი გვერდი)
CV ფრანგულად (მაქსიმუმ ერთი გვერდი)
შემდეგი საბუთების ასლები, რომლებსაც თან დაურთავთ ფრანგულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს:
– უნივერსიტეტის დიპლომი თანდართული ნიშნების ამონაწერით ( თუ დიპლომი უკვე გაქვთ);
– თუ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ხართ : ნიშნების ამონაწერი პირველი კურსიდან ბოლო კურსის ჩათვლით;
ყველა ის საბუთი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევთ (ენის სერტიფიკატი, დიპლომი, გამოქვეყნებული სტატია, სარეკომენდაციო წერილი…)
სრული დოსიე (კანდიდატის შევსებული დოსიე + დართული საბუთები) უნდა შემოიტანოთ არაუგვიანეს პარასკევის, 2015 წლის 26 იანვრისა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში
შემდეგ მისამართზე: 0102 თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 75
მიღების საათები: 10–დან 19 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ კოლა კაბრიელს ([email protected]) ან ანა ლოლუას ([email protected])
ყურადღება! საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ დაიხურება 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით