გაყიდვების აგენტის ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში

მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 8 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა : გაყიდვების აგენტი 
ადგილმდებარეობა : თბილისი და რეგიონები (რუსთავი, გურჯაანი)
ფუნქცია–მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება, გაყიდვა;
  • დაინტერესებული პირებისათვის სხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში  სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
  • აქტიური, ენერგიული;
  • თავაზიანი და კომუნიკაბელური;
  • გაყიდვის უნარი;
  • პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2014  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, “subject”-ის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და რეგიონი.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები