როგორ მივაღწიოთ წარმატებას-პოლ არდენის 8 რჩევა

ლიტერატურული გვერდი

პოლ არდენი – შემოქმედებითი პიროვნება, გენიოსი რეკლამის სფეროში, უსაზღვრო პოტენციალის მქონე არაპროგნოზირებადი პიროვნება.

მის სამუშაო ადგილების სამსახურებრივ სიაში არის ისეთი კომპანიები, როგორიცაა სარეკლამო სააგენტო “Saatchi&Saatchi” და კინოკომპანია “Arden Sutherland Dodd”

პოლ არდენს მიაჩნია, რომ თუ ადამიანს სურს შედგეს როგორც პიროვნება, მისი ცხოვრებისეული გზა არ უნდა მიყვებოდეს მხოლოდ უკვე გაკვალულ სანდო ბილიკებს. ის აზარტის და რისკის, საკუთარ ძალების და იდეების რწმენის მომხრეა. ჩვენი წარმატება- ეს არის ახალი რეალობა, სადაც ვლინდება ჩვენი უნარები და ნიჭი, სადაც რეალობად იქცევა ჩვენი სანუკვარი ოცნებები და სურვილები.

მთავარი ნაბიჯი წარმატებისკენ- სწორად არჩეული მიზანია. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა დონის წარმატებას გვსურს რომ მივაღწიოთ, როგორი დონის პროფესიონალი გვინდა რომ გავხდეთ: საშუალო, კარგი, ძალია კარგი, საუკეთესო ჩვენს სფეროში ან საუკეთესო მსოფლიოში? ტალანტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამბიციები რთულ სიტუაციებში გვიხსნის „მეორე სუნთქვას“.

how-good-do-you-want-to-be

რამოდენიმე რჩვევა როგორ მივაღწიოთ წარმატებას პოლ არდენის მსოფლიო ბესტსელერიდან :

1. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ შეუძლებელს. მუდმივად იმეორეთ, რომ არ არსებობს თქვენი შესაძლებლობების ზღვარი. თქვენ ყოვლისშემძლე ხართ. თუ ამის მიღება რთულია, გადადგით პირველი ნაბიჯი-აწიეთ  ზღვარი. გააკეთეთ ის, რასაც თქვენი აზრით თქვენ ვერ მოერევით. განახორციელეთ თქვენი იდეები. და მაშინ შეუძლებელი გახდება შესაძლებელი.

2. ნუ ეძებთ შექებას, ეძებეთ კრიტიკა. ჩვენ ყველას გვიყვარს როდესაც გვაქებენ, მაგრამ ამაში მეტია სიზარმაცე, ვიდრე ქმედება. ამაში მეტ წილად უძლურებაა, ვიდრე სიძლიერე. ჩვენ ხშირად ვახდენთ ინფორმაციის ფილტრაციას და გვესმის, ის რაც გვსიამოვნებს და არა ის რაც ობიექტურია. შესანიშნავად გაკეთებული საქმის შემდეგაც კითხეთ თქვენს თავს: „რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი? „

3. ეს ჩემი ბრალია. ჩვენი წარუმატებლობა ცხოვრების ყველა ეტაპზე უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი ბრალია. ნუ აბრალებთ სხვებს. პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ არჩევანსა და სამუშაოზე. დამარცხების შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ გამართლება, მაგრამ თუ თქვენ გამონახავთ ძალებს აღიაროთ თქვენი პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, თქვენ არ გამოჩნდებით „საცოდავის“ როლში. აიღეთ კურსი უკეთეს ცხოვრებაზე.

4. ნუ ელოდებით სხვა უკეთეს შემთხვევას. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები. იმოქმედეთ ახლავე. უკეთესი შემთხვევა გამოავლინოთ საკუთარი თავი აღარ იქნება. თქვენ ხომ გსურთ გახდეთ პროფესიონალი? მაშინ იმოქმედეთ!

5. ნუ იძლევით ფუჭ დაპირებებს. დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: „ თუ ლოზუნგების ნაცვლად თქვენ მიუთითებთ შესაძლო პრობლემებსა და მათ აღმოფხვრის გზებზე, თქვენ არამხოლოდ მოიპოვებთ ნდობას არამედ ისწავლით სიძნელეებთან გამკლავებას. და თუ რაიმე განვითარდება ცუდად, თქვენ დარჩებით მოგებული“.

6. არასოდეს არ მიიღოთ პასუხი „არა“. თუ თქვენ გესმით „არა“, მაშინ გამოიყენეთ გეგმა „ბ“, შემდეგ კი ალფავიტის დანარჩენი ასოები.

7. არ ხერხდება პრობლემის გადაწყვეტა? ესეიგი თქვენ თამაშობთ წესებით. არ უშვებს შეცდომებს ის ვინც არაფერს არ აკეთებს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ აგებნათ გზა მაშინ დაგეხმარებათ მხოლოდ ახალი მარშრუტი. წარუმატებლობა- ეს საფეხურია წარმატებისკენ. ყიველთვის იყოთ მართალი არასწორია. იყოთ ყოველთვის მართალი მოსაწყენია. ეს ზღუდავს ადამიანს. შეუძლებელია აღმოაჩინო ახალი იდეები და იცხოვრო „ზღვარზე“.  ნამდვილი ცხოვრება ხომ ვლინდება ფრენაში, ცდაში, რისკში, ადრენალინში.

8. არ შეუშინდებით მუშაობას საუკეთესოებთან ერთად. ძლიერი ადამიანების მთავარი მიზანია- ღირსეული შედეგი. ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობა რთულია, მაგრამ მათთან მუშაობის შედეგი ამართლებს ნებისმიერ მოლოდინებს.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. ნებისმიერში არსებობს ფარული ტალანტი.  უბრალოდ ძალიან რთულია იპოვოთ ძალა სიზარმაცის სქელი ფენიდან ამოიტანოთ კრეატივი.

წიგნში „მნიშვნელოვანია არა ის, ვინ ხარ, არამედ ვინ გინდა რომ გახდე“ თქვენ იპოვით პასუხებს სხვადასხვა კითხვებზე, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში . მაგალითად , „რა პლიუსი აქვს სამსახურიდან წამოსვლას?“, „როგორ გავხდეთ უფრო კრეატიულები?“, „რა გავაკეთოთ, როდესაც ვართ ჩიხში?“

არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. აქციეთ შეუძლებელი შესაძლებლად უკვე დღეს, რადგნაც „წარმატება- ეს არის უნარი იმოძრაო წარუმატებლობიდან წარმატებისკენ, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“

წყარო: cluber.com.ua

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები