დღეს, 3 დეკემბერს, 17:00 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსის 321 აუდიტორიაში გაიმართება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ახალი – სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია.
სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა მე-5 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ფარგლებში. პრეზენტაციის მთავარი მიზანია დეპარტამენტის სტრუქტურის და მუშაობის პრინციპის გაცნობა სტუდენტებისთვის,
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმი, ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დააფიქსიროს თავისი აზრი ან რჩევა დეპარტამენტის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით.
პრეზენტაციის შემდგომ თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი დემეტრე ეგნატაშვილი წაიკითხავს ლექციას სტუდენტთა უფლებების შესახებ.
დასწრება თავისუფალია!