საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
ფორუმი გაიმართება ქალაქ თბილისში 23 – 24 დეკემბერს.
ფორუმზე მოწვეულნი არიან:
– ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები
– საერთაშორისო ორგანიზაციები
– სახელმწიფო ორგანიზაციები
– ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე პირები
ფორუმის სამუშაო თემებია:
– ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა;
– საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიში;
– სიახლეები ახალგაზრდულ სფეროში, მიმდინარე წლის ანგარიში;
– სალტო აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურს ცენტრის საქმიანობა;
– ჯგუფური მუშაობა ახალგაზრდული პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე:
სამუშაო ფორმატი მოიცავს პლენარულ სხდომებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის” მეთოდით სადაც დასწრების საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას.
განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2014 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
თითო ორგანიზაციიდან მიიღება მხოლოდ ერთი რეგისტრირებული განაცხადი.
განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმს მართავს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია.
ფორუმის პარტნიორები არიან არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი” (თბილისი), სალტო აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი), ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” (თბილისი), ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი), სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (ოზურგეთი), ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის (რუსთავი).
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ყოველწლიურად 2007 წლიდან ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა. ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმს აფინასებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.