“საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი” 4 დეკემბერს 18:00 საათზე, გიწვევთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსში, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრაზე.
ბატონი ელჩი, შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრებს საქართველოსა და შვეიცარიის ურთიერთობებზე, შვეიცარიის საგარეო პოლიტიკაზე, შვეიცარიულ ნეიტრალიტეტზე, შვეიცარიის კონფედერაციის როლზე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში და შვეიცარიის როლზე საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხში.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და დაეთმობა სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას.
სამუშაო ენა: ინგლისური (საჭიროების შემთხვევაში, იქნება უზრუნველყოფილი თარგმანი)
დასწრება თავისუფალია!
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]