ტოკიოს ინსტიტუტი GRIPS – National Graduate Institute for Policy Students უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლისათვის.
GRIPS-ის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები განკუთვნილია მაღალი ლიდერული პოტენციალის მქონე პირებისათვის, რომელთაც ცოდნის გაღრმავება სურთ პოლიტიკურ მეცნიერებებში.
სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფინანსდება იაპონიის მთავრობის მიერ.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.