საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია იწყებს სტატიების მიღებას შემდეგ თემებზე:
- საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის გაზრდის გზები საქართველოში;
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობების საქართველოში;
- ცვლილებების საჭიროება ბიზნესმარეგულირებელ კანონმდებლობაში;
- საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ზრდის შესაძლებლობები;
- იმიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე;
- სახელმწიფოს როლი დასაქმების გაზრდაში;
სტატიების წარმოდგენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ზემოაღნიშნულ თემებზე. ერთ სტუდენტს შეუძლია წარმოადგინოს რამოდენიმე სტატია.
მოთხოვნები:
სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი: პრობლემის აღწერა და მისი ანალიზი; მოსაზრებები პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ შესაბამისი დასაბუთებით; დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც შეესაბამება თქვენს მიერ წარმოდგენილ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს.
შრიფტი: Sylfaen; სათაურების ტექსტის ზომა: 12 Bold; ძირითადი ტექსტი – 11; ინტერვალი 1,15; გვერდის საზღვრები – 2,5 ყველა მხრიდან; მაქსიმალური მოცულობა ტექსტის – 6 გვერდი.
სტატიის დასაწყისში აუცილებლად მიუთითეთ: თქვენი სახელი/გვარი; უნივერსიტეტის დასახელება; თქვენი სპეციალობა, ფაკულტეტი და კურსი; პირადობის მოწმობის ნომერი.
სტატია უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე [email protected] 2014 წლის 10 ოქტომბრამდე. მეილში აუცილებლად ჩაწერეთ სიტყვა ”სტატია” და თქვენი სახელი/გვარი.
საუკეთესო 10 ნაშრომი დაიბეჭდება და გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები.
შეკითხვებისათვის დაუკავშირდით: მარიამ ჯიბუტი [email protected]