19 ივნისს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი სიგუამ, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია “ტურიზმი საქართველოში“, სტუდენტებისათვის შეთავაზებული იქნა „მობილური გიდების“ ვაკანსიები ქვეყნის მაშტაბით. ამავდროულად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადამინისტრაციასა და სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ძალისხმევით სტუდენტებისათვის ისეთი მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა/ორგანიზება ტურიზმის სფეროში, რომელიც შეესაბამება საზოგადოების საჭიროებებსა და შრომის ბაზრის სამომავლო პროგნოზებს. პრაქტიკული განვითარების მიზნით, ერთობლივი თემატური სემინარების,/ კონფერენციების, საჯარო ლექციების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობას.
მარიამ ქელეხსაშვილი