ვაკანსია ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტისათვის

დასაქმება

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (+ ბონუსები).

სპეციალობა: ნებისმიერი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად იგეგმება შეხვედრა პარასკევს, 13 ივნისს 13:00 საათზე მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გააგზავნონ CV 2014 წლის 10 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

პოზიციის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

• საცალო სეგმენტის დაზღვევა;
• ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
• პრეზენტაციებისა და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
• გაყიდვების განხორციელება;
• გაყიდვების შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
• არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
• კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
• არსებული ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
• სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
• ახალი პროდუქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და არსებულ პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების შეთავაზება.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:

• შემოქმედებითობა;
• პრეზენტაბელურობა;
• კომუნიკაბელურობა;
• დამაჯერებლობა;
• შრომისმოყვარეობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

წყარო : კომპანია ”ირაო”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები