დიდი დღესასწაული თბილისის ზოოპარკში!

ივენთი

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში უამრავი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. 10:30 საათზე გაიხსნება საქართველოში პირველი თოკების სათავგადასავლო პარკი Activity. პირველად, დაკიდული საბაგირო მარშრუტის დაბრკოლებებს ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე გადალახავს. 11:00, 12:00 და 13:00 საათებზე 3 ტურნირი ჩატარდება. 14:00 საათზე გაიხსნება ამიერკავკასიაში პირველი ადაპტირებული საქანელა ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. 13:00 და 16:00 საათებზე პატარებს მხიარული ჯამბაზები და ანიმაციური გმირები გაახალისებენ, 14:40 და 17:00 საათებზე სტუმრებს სკეიტერების შოუ ელით, 15:00 საათზე კი საკონცერტო პროგრამა დაიწყება.

გარდა ამისა, ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის წინ მოეწყობა საინტერესო საბავშვო აქტივობები, გაიხსნება „ნატვრის ხე“, პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სახალისო ვიქტორინები, შეჯიბრები, თამაშები და გათამაშებები. ზოოპარკში მოსულ პატარებს ფერადოვან სანახაობასთან ერთად ბევრი საჩუქარი და სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ.

„თბილისის ზოოპარკი, როგორც ბავშვების საყვარელი ადგილი, ბავშვთა დაცვის დღეს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავს. ამ დღეს ჩვენს პატარა სტუმრებს განსაკუთრებულად ვანებივრებთ. გამონაკლისი არც წლევანდელი 1 ივნისი იქნება. გვინდა, ჩვენს პატარა მეგობრებს დასამახსოვრებელი დღე ვაჩუქოთ და კიდევ უფრო შევაყვაროთ ზოოპარკი და ჩვენი ბინადრები“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები