ახალი ღვინის ფესტივალი 2014 – სტიმული გლეხებისათვის

ივენთი

     24 მაისს საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში  “ახალი ღვინის ფესტივალი „ მეხუთედ ჩატარდა. ღვინის კლუბის მიერ დაგეგმილ ამ ღონისძებაზე წელიწადში ერთხელ, მაისის თვეში, კუს ტბის გზაზე მდებარე საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმის ეზოში, ღვინის მოყვარულები იკრიბებიან და წინა წლის მოსავლის ღვინოებს აგემოვნებენ.

       როგორც ღვინის კლუბის პრეზიდენტმა მალხაზ ხვარბედიამ განაცხადა: – “პროგრესი ყოველწლიულად იგრძნობა აღნიშნულ ფესტივალზე, ქართველი გლეხებისთვის იგი ერთგვარ სტიმულად იქცა და ისინი წლიდან წლამდე აუმობესებენ ღვინის ხარისხს”.

  ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდა და არაერთი მევენახე გახდა ცნობილი მეღვინე. გლეხების ნატურალური გლეხური ღვინო უკვე ევროპის ქვეყნებშიც კი იყიდება.

  ღვინის კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ფესტივალზე ყოველწლიურად მატულობს ხალხის რაოდენობა, რამაც განაპირობა ფესტივალის პროგრამის დატვირთვა, ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა  ჯაზ კვარტეტი “IrReSoNic” და ფოლკლორული ანსაბლი „ახალუხები“.

  მხვილი მარნები და კომპანიები ფესტივალზე მონაწილეობაში გარკვეულ თანხას იხდიან, ხოლო ოჯახური მარნები უფასოდ მონაწილეობენ მასში, რაც გლეხებისთთვის სტიმულად იქცა.

  ფესტივალი არის შეხვედრის ადგილი ღვინის მოყვარულების, მეღვინეების და ღვინით დაინტერესებული ხალხისათვის და ამ მნიშვნელოვან საქმეს ღვინის კლუბი  წლების მანძილზე უძღვება.

    წელს ქალები არ მონაწილეობდნენ ფესტივალზე, ვინაიდან მათ მიერ წარმოებული ღვინო შარშან ექსპორტზე მთლიანად გავიდა.

სოფო ქობულაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები