ავთანდილ ღელაღუტაშვილის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით კახეთში საინტერესო და სახალისო კონკურსი ტარდება, სახელწოდებით – „მე რომ რექტორი ვიყო…“.
სტუდენტებმა უნდა დაწერონ, რას შესთავაზებდნენ უნივერსიტეტს, რექტორობის შემთხვევაში. რას შეცვლიდნენ, რა სიახლეს დანერგავდნენ და რა ღონისძიებებს გაატარებდნენ ასწავლო და სტუდენტური გარემოს გასაუმჯობესებლად.
საკონკურსო მასალების მიღება 10 ივნისამდეა შესაძლებელი. ნაშრომები სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, I კორპუსი, II სართული, ოთახი N28.
სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს და დააჯილდოებს გამარჯვებულებს.