8 მაისს, 20:00 საათზე, ვარდების მოედანზე პროექტის ,,სტუდენტური დღეები 2014 ევრპული მომავლისთვის” საზეიმო გახსნა და კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა – ,,ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, კარგი დასაწყისი. ეს დღეები იქნება ყველაზე ტკბილი და ლამაზი მოსაგონებელი სტუდენტებისთვის, მე ვუერთდები მათ სიხარულს, ამიტომაც ჩვენი სამინისტიო მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.”
პროექტის გახსნისას მონაწილე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტებს გადაეცათ სიგელები მონაწილეობისთვის, ხოლო ოფიციაური ნაწილის დასრულების შემდეგ, გაიმართა ჯგუფი ,,ფრანის” კონცერტი.
პროექტი ”სტუდენტური დღეები” არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის. წელს პროექტში მონაწილეობს საქართველოს 47 უმაღლესი სასწავლებელი. ღონისძიება ქართული ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება.
სტუდენტური დღეები 2014 – ის მიზნები და ამოცანებია:
- ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
- ქართველი ახალგაზრდების ევროპული არჩევანის მხარდაჭერა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
- ევროინტეგრაციის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ;
- სტუდენტების მეშვეობით ევროპული ფასეულობების გავრცელებას სხვა სამიზნე ჯგუფებში;
- სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლებას;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას;
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური დღეები 2014-ის დაწყება სტუდენტებს მიულოცა უსინათლო შაბან მამედოვმა სიმღერით – ”მომენდე, მე გაჩუქებ მზეს”.
პროექტი სტუდენტური დღეები 2014 ითვალისწინებს შეჯიბრს სპორტულ, კულტურულ – შემოქმედებით, ინტელექტუალური მიმართულებების სახეობებში. პროექტის გამარჯვებულს გამოავლენს ჟიურის წევრები და მსაჯები სხვადასხვა მიმართულებებისა და სახეობების მიხედვით.
ღონიძიების დასასრულს დაჯილდოვდება, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური ნომინაციები. გამარჯვებულთა ქულები შეიკრიბება და გამოცხადდება წლის გრან-პრის მფლობელი უმაღლეს სასწავლებელი.
პროექტი სტუდენტური დღეები 2014 დაიხურება 6 ივნისს, ფილარმონიაში.
მოამზადა ნათია ხიჯაკაძემ