სტუდენტური სახე – გუბაზ კობერიძე

ინტერვიუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ბევრ საინტერესო პერსონას წააწყდებით თუ ყურადღებით შეისწავლით მათ. ერთმა ასეთმა სტუდენტმა ჩემი ყურადღება სწავლის პირველი კვირიდავე მიიპყრო, განსაკუთრებით თავისი განსხვავებული იმიჯით. მისი გაცნობა კი შევძელი მაშინ, როდესაც სოციალური მუშაობის შესავლის, საპრეზენტაციო ჯგუფში ერთად მოვხვდით.  ახლა კი შევეცდები, რომ თქვენც გაგაცნოთ იგი.

– უპირველეს ყოვლისა, გაგვეცანი.

– მე ვარ გუბაზ კობერიძე, 19 წლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. ასევე, მეოთხე წელია, აქტიურად ვმოღვაწეობ არასამთავრებო სექტორში და ამ მომენტისთვის ვარ ევროპის საბჭოს ინიცირებული კამპანიის „მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ (www.NoHatSpeechMovement.org) ერთ-ერთი ორგანიზატორი ევროპის დონეზე.

– რას ემსახურება ეს კამპანია?

– ეს კამპანია ემსახურება, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთვევების შემცირებას ონლიან სივრცეში და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებისა და ონლაინ მოქალაქეობის შესახებ.

– რა მასშტაბით ხორციელდება ეს მოძრაობა?

– კამპანია ხორციელდება ევროპის დონეზე. ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ კამპანიის ეროვნული კომიტეტი, რომელიც ლოკალურ დონეზე ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს კამპანიის ფარგლებში.

– რა მიზნით არის შემქნილი ეს კომიტეტი?

– კამპანიის ეროვნული კომიტეტის შექმნის საჭიროება არის ის, რომ ლოკალურ დონეზე გაუკეთდეს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ორგანიზება, ხოლო მიზეზი ის არის, რომ ყველა ქვეყანაში არის ადამიანის უფლებების დარღვევის განსხვავებული პრაქტიკა, სწორედ ამიტომ ლოკალურ დონეზე კამპანიის მიზნების მისაღწევად იბრძვის ეროვნული კომიტეტი.

– რატომ დაინტერესდი ამ კამპანიით?

– პიროვნულად მე ვარ ლიბერალი და ჩემთვის ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა არის ცხოვრებისეული ამოსავალი წერტილი და სწორედ ამიტომ, მივიჩნევ, რომ ჩემი აქტიურობა ამ სფეროში არის გარკვეული წვლილი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის პროცესში.

– გყავს თუ არა იდეალი ამ სფეროში?

– რა თქმა უნდა, მყავს, ეს არის ნელსონ მანდელა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება, ადამიანის უფლებების სათანადო დაცულობისთვის ბრძოლას შეალია და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. არ შემიძლია, დიდი პატივი არ ვცე ადამიანს, რომელიც იყო სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შავკანიანებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ და მონაწილეობაზე, როგორც კანდიდატად ხომ ზედმეტია საუბარი.

– რას ფიქრობ უნივერსიტეტის შესახებ? კმაყოფილი ხარ თუ არა?

– სწავლების დონით შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, მაგრამ პრობლემად ყოველთვის იმას ვხედავ, რომ უნივერსიტეტი მაძლევს თეორიულ ცოდნას, მაგრამ პრაქტიკულს – არა. სწორედ ამიტომ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას თვითონ ვცდილობ.

– ვხედავ, საკმაოდ დაკავებული პიროვნება ხარ, გაქვს თუ არა ჰობი და როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

– თავისუფალ დროს ვცდილობ, მეტი ინფორმაცია მივიღო ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით „შედარებით“ მსუბუქი როკი, ძალიან მიყვარს ჯგუფები „Kasabian” და  “the killers” .

– მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ:

– სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, სიმართლე რომ ვთქვათ და, ცხადია, გარკვეული მიზეზები მაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მნიშვნელოვანი რაცაა, შემიძლია ვთქვა, რომ მომავალში უფრო აქტიურად ვაპირებ ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწეობას და დარწმუნებული ვარ, რაიმეს ძირეულის შეცვლას აუცილებლად შევძლებ.

ძალიან საიტერესოა და თვითონ საინტერესო პიროვნება ხარ, მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებ სამომავლოდ პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში.

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები