სტუდენტები, რომლებიც მთელ ღამეებს სწავლაში ათენებთ, ფრთხილად იყავით! ძილის რეგულარულმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი.
უნივერსიტეტის დამამთავრებელი წელი დაძაბულობის პიკია სტუდენტთათვის. იმის წარმოდგენა, რომ გამოცდის თარიღი ახლოვდება და ამასთანავე სადიპლომო ნაშრომის წარდგენის ვადაც იწურება, სტუდენტებში პანიკას იწვევს, თუმცა გამოუძინებელი მისვლა გამოცდაზე საგრძნობლად ამცირებს გამოცდის წარმატებით ჩაბარების შანსს.
თვეობით სწავლის შემდეგ, როდესაც ფინიშს მიუახლოვდებით და დგება დრო, როცა უნდა წარმოვადგინოთ ნაშრომი, რომელიც ჩვენი საუნივერსიტეტო სწავლის კულმინაციაა, შეიძლება მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეები ძალიან ცუდად მიდის და საშინელი შედეგის პირისპირ ვდგავართ.
„ღამურა“- ეს სიტყვა ზუსტად აღწერს სტუდენტურ ცხოვრებას. თუმცა ხშირმა უძილობამ 4 წლის განმავლობაში შეიძლება დრამატულ შედეგამდე მიგვიყვანოს და ნერვული სისტემა გაგვინადგუროს.
სუსან რედლინი, პროფესორი ბოსტონიდან, რომელიც სწორად ძილის რეჟიმს განსაზღვრავს, ამბობს, რომ არსებობს კავშირი უძილობასა და ნევროლოგიურ დარღვევებს შორის, როგორიცაა ზედმეტი აღელვება, ფორიაქობა და დეპრესია. უძილობა აგრეთვე გავლენას ახდენს წნევის ცვალებადობაზე, იწვევს გულის დაავადებებს და კიბოსაც კი. ეს ხანგძლივი უძილობისგან, ხოლო ერთი ღამის უძილობამ კვლევის მიხედვით შეიძლება გამოიწვიოს მოკლეხნიანი ეიფორია. უძილობამ შეიძლება თავის თვინში გამოყოს დოპამინი, რაც ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას და სეიძლება ღამისთევის შედეგად თავს სულაც არ გრძნობთ ცუდად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს კარგი შედეგით დამთავრდება, რადგან გამოვლინებას ახდენს უფრო გაბედულ და იმპულსურ საქციელებში და თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც უზრუნველჰყოფს რაციონალური და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას, წყვეტს მუშაობას და აქტიურდება ის ნაწილი, რომელიც გვიბიძგებს რისკისკენ, რომელიც წამიერ სიხარულს გვანიჭებს.
კვლევები ადასტურებს, რომ ხშირი უძილობით ტვინის სტიმულაციამ, შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად ტვინს აღარ შეუძლია, შეეგუოს და მიიღოს შეცვლილი გარემო და სიტუაციები და განსხვავებულ დროს განსხვავებულად მოქმედებას ვეღარ ახერხებს.
არც იფიქროთ ღამის გათევა გამოცდის წინ, მკვლევრები ადასტურებენ, რომ სასიკეთოს ნაცვლად ეს უარეს შედეგს იძლევა. ბოლო წუთს კი, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, გავიხსენოთ მნიშვნელოვანი ფაქტები, ჩვენი ე.წ. ეპიზოდური მეხსიერება უბრალოდ ითიშება, რადგან მეხსიერების გამყარება და ფაქტები ტვინში მკაფიოდ აღიბეჭდება ღრმა ძილის დროს.
თარგმნა მარიამ ნებიერიძემ