საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონებში ვიზიტებს აგრძელებს. თამარ სანიკიძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია და ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ ცვილილებებს გაეცნო. თამარ სანიკიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
წყარო: თრიალეთი