საქველმოქმედო კონცერტი „ერთად გადავარჩინოთ მომავალი“

ივენთი

ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ორგანიზებით საქველმოცმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტი დღის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე გრძელდებოდა და თანხა პატარა ანდრია კასრაძის დასახმარებლად შეგროვდა. ღონისძიებაში სატელევიზიო მუსიკალური პროექტების კონკურსანტები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. პროექტის მხარდამჭერები არიან „ლა ბელე მედიქალ“ და მაღაზია „ჭიტა“, რომელმაც კონცერტის ვიზუალურ გაფორმებაზე იზრუნა. ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ხელმძღვანელმა და ამ პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მურთაზ თაკალანძემ აღნიშნა, რომ  პატარა ანდრიას სახელმწიფომ უკვე გამოუყო თანხა, ათი ათასი ევრო, თუმცა ეს საკმარისი არაა და მათი მიზანი დარჩენილი თანხის შეგროვებაა.

კონცერტს მუსიკალური პროექტის „X ფაქტორის“ კონკურსანტი ცია ლაბაძე უძღვებოდა. „1 წლის ბავშვს, რომელსაც ჯერ დიაგნოზიც ვერ დაუსვეს, დახმარებდა სჭირდება. მინდა ყველა გავერთიანდეთ და ეს ერთად ყოფნა იმ შედეგს მოიტანს, რისთვისაც აქ შევიკრიბეთ“ – განაცხადა პროექტის წამყვანმა.

ავტორი : ვერიკო გელაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები