წიგნის საერთაშორისო დღე სამედიცინო უნივერსიტეტში

ივენთი

სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო ყოველწლიური პროექტი “შეხვედრა ცოცხალი წიგნებთან”.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასტროლოგი–მიხეილ ცაგარელი, ენათმეცნიერი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – ლევან ღვინჯილია. ტელეშოუს “რა? სად? როდის?” ავტორი და წამყვანი, მოაზროვნე – გიორგი მოსიძე.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, როგორც სტუმრების, ასევე სტუდენტების მხრიდან გამოითქვა მსგავსი შეხვედრების კვლავ არაერთხელ ჩატარების სურვილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები