დეველოპერული შეჯიბრი IT პროექტების შექმნაში

კონკურსები

საქართველოს ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, 24-26 აპრილს გაიმართება ჰაკათონი – დეველოპერული შეჯიბრი მოკლე დროში IT პროექტების შექმნაში. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მთავარია ფლობდეთ ანდროიდს, iOS ან ვებს, გქონდეთ ინოვაციური იდეა და გყავდეთ 2–3 წევრისაგან შემდგარი გუნდი.

სპეციალურად ჰაკათონის მონაწილეებისათვის 22 აპრილს ჩატარდება ტრეინინგი კრეატიულ აზროვნებაში “ინოვაციური ცოდნის აკადემიის მიერ”, ხოლო 23 აპრილს, ვორქშოპი წარმატებული “ფიჩინგი” Stormbringer Studios-ის მიერ.

იდეების თემატიკა: თავისუფალი

სამუშაო პლატფორმა :ანდორიდი, iOS და ვები

სამუშაო საათები: 24 აპრილი, 12:00 – 26 აპრილი, 12:00

გუნდში წევრების რაოდენობაა: 2 – 3 ადამიანი.

ჰაკათონის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი წარსდგება 4 წუთიანი პრეზენტაციით სპეციალური ჟიურის წინაშე, რომელიც მონაწილეებს სპეციალურად შედგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია არაუგვიანეს 20 აპრილისა. http://goo.gl/ZWLLFw

თითოეული პლატფორმისთვის გამოვლინდება 1 გამარჯვებული გუნდი.

* ანდროიდის პლატფორმის გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ანკარაში და მონაწილეობას მიიღებს ანდროიდის დეველოპერების დღეების ფარგლებში გამართულ ჰაკათონში.

* ვებ ტექნოლოგიების ჰაკათონის გამარჯვებული მიიღებს ლენოვოს ტაბლეტებს ელიტ ელექტრონიკსისგან

* iOS ჰაკათონის გამარჯვებული გუნდს კი ბანკი რესპუბლიკისგან გადაეცემა iPad Mini. გარდა ამისა, მათ მხარს დაუჭერს კომპანია Lemondo შექმნილი პროდუქტის დახვეწასა და განვითარებაში.

ამასთანავე, 25 აპრილს 14:00 დან 17:00 საათამდე მოეწყობა – ჰაკათონის ტიპის ღონისძიება, სადაც მონაწილეებს ეძლევათ კონკრეტული დავალებები და განსაზღვრული დრო ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად.

CodeBattle–ში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად. ერთი და იგივე ადამიანს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს როგორც ჰაკათონში ასევე ქოუდბეთლში.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეეჯიბრონ ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსებში. გამარჯვებული გამოვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენ დავალებას გაართმევს თავს მონაწილე.

* გამარჯვებული მიიღებს Google Chromebook-ს კომპანია “ვალორანისგან”. მეორე ადგილოსანი კი დასაჩუქრდება Google–ის აქსესუარებით..

დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით :

გიორგი კინწურაშვილი
ტელ: 555 281868
@: [email protected]

ნინო ნანიტაშვილი
ტელ:599 520043
@ [email protected]m

მიხეილ ბერიანიძე

ტელ:557 708 807
@ [email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები