„კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“ აგრძელებს პროექტს „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეჟისორების მიერ მოწვეული მსახიობები „თანამედროვე დრამატურგიის სერიის“ ფარგლებში გამოცემულ პიესებს ყოველთვიურად კითხულობენ.
სამშაბათს, 15 აპრილს, 20:00 საათზე, „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში“ გაიმართება „თანამედროვე სპარსული დრამატურგიის“ ტომში შესული ამირ დეჟაქამის ერთმოქმედებიანი დრამის – „დაუძახე – ბროწეულო, პურის თავთავო!“ საჯარო კითხვა, მსახიობი – დიმიტრი ალავიძე.
საღამოს პირველი ნაწილი დაეთმობა პიესის მთარგმნელ გიორგი ლობჟანიძეს, რომელიც სპარსული დრამატურგიის განვითარებაზე, მის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე ისაუბრებს.
აქვე შეგეძლებათ შეიძინოთ „თანამედროვე დsრამატურგიის სერიით“ გამოცემული სამი წიგნი (გერმანულენოვანი დრამატურგიის ორი ტომი და სპარსული დრამატურგია) 40%-იანი ფასდაკლებით, თითო ტომი მხოლოდ 10 ლარად.
დასწრება თავისუფალია,
გთხოვთ მობრძანდეთ, დაინტერესდეთ, გაავრცელოთ…
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995) 577 21 35 24
(+995) 577 76 66 26