საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი ატარებს ოლიმპიადას „ახალგაზრდა იურისტები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის“.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს არჩევნების და საარჩევნო სამართლის პოპულარიზაციას სტუდენტებს შორის; საარჩევნო სამართლის სფეროში ცოდნის გაღრმავებას; აკადემიური წერის, ზეპირი პრეზენტაციისა და დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლებას;
სტუდენტებისთვის საარჩევნო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობასა და ასეთ დავებში მონაწილეთათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას და საარჩევნო დავებზე სასამართლო გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული, ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტების, ან მაგისტრანტებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სამკაციანი გუნდების რეგისტრაცია 2014 წლის 05 აპრილამდე საია-ს ქუთაისის ფილიალის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11.