სტუდენტური ქალაქების გიდი: ლემინგტონ სპა

სტუდენტური ცხოვრება

ლემინგტონ სპა არის ფანტასტიკური ქალაქი სტუდენტებისათვის. ქალაქი, რომლის მაცხოვრებლები მუდამ საქმიანად ფუსფუსებენ. ეს არის ქალაქი, რომლისკენაც Warwick-ის უნივერსიტეტის სტუდენტთა უმრავლესობა სასწავლებლის კორპუსიდან გამოსვლისთანავე მიიჩქარის, მიუხედავაად იმისა, რომ ეს უნივერსიტეტი ქოვენთერში მდებარეობს, რაც, არც ისე ახლოსაა ლემინგტონთან.

 1558757_803505346346280_1091469634_n

გარდა ქალაქში მიმდინარე მოვლენებისა, ლემინგტონ სპა არქიტექტურულადაც განგაცვიფრებთ. მისი ჩრდილო ნაწილი სავსეა თეთრი ელეგანტური, ძველი ეპოქებისათვის დამახასიათებელი შენობებით, ხოლო ქალაქის ცენტრში არის ვიქტორიანული ბაღი Jephson Gardens, რომელიც, საგამოცდო სეზონის დასრულებისთანავე, მინდორზე წამოწოლილი, მზეს მიფიცხებული სტუდენტებით ივსება. ქალაქის ზომაც მიუთითებს იმაზე, რომ იმყოფებით პატარა, კომუნიკაბელური სტუდენტების საზოგადოებაში, სადაც მეგობრები მუდამ ერთმანეთის სიახლოვეს ტრიალებენ.

 10148097_803505429679605_961198461_o

ღამის ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არც ისე დიდია, აქ მაინც ბევრი გასართობი საშუალებაა საღამოობით. სასეირნო მოედნის გასწვრივ უამრავი ბარია. გარდა ამისა, აქ არის არაერთი ლუდხანა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია „თეთრი ცხენი“, რომლისკენაც გზას გიჩვენებთ უმშვენიერესი თეთრი ცხენის ბუნებრივი ზომის ფიტული.

თუ ჩვეულებრივი კლუბური საღამოების მოყვარული ხართ, High street-ის გასწვრივ სამი დიდი კლუბია: Smack, Altoria და ახლახანს სახეშეცვლილი Neon.  ხოლო უფრო განსხვავებული და ორიგინალური ღამეების მოყვარულებისათვის კი Moo Bar და Zephyr Lounge უფრო შესაფერისია. იმ სტუდენტებისათვის, ვისაც 30 ფუნტის გადახდა უჭირს ყოველ ღამე, ქალაქში ხშირად ტარდება „ღია მიკროფონის“ საღამოები ღია ცის ქვეშ – Robbin’s Well-ში, ან იუმორისტული და პოეზიის საღამოები Lamp-ში, რომლებში შესვლაც უფასოა და დროის გატარების მშვენიერ საშუალებას წარმოადგენს.

 1800992_803505349679613_365882121_n

დღის ცხოვრება

დღის განმავლობაში გასართობად აქ არაერთი კაფე და რესტორანია. High street-ის ქუჩაზე ახალი რესტორნის – Nandos გახსნამ ეს არჩევანი კიდევ უფრო გააფართოვა. პარკში კი თავისუფლად შეგიძლიათ გაერთოთ ფეხბურთის თამაშით, ან მოიწყოთ სასიამოვნო პიკნიკი. ლემინგტონს, სამწუხაროდ, არ აქვს თავისი საციგურაო მოედანი, თუმცა, მისი გაკეთება მალე იგეგმება, რაც ნამდვილად გაახარებს აქ მცხოვრებთ.

საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად

ლემინგტონის სამხრეთი ნაწილი აღიარებულია ქალაქის სტუდენტურ ნაწილად. აქ ცხოვრება შედარებით იაფიცაა. თუმცა, სტუდენტური საცხოვრებლების ფასები ქალაქის ტერიტორიაზე ბევრად არც განსხვავდება ერთმანეთისაგან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ლემინგტონი სტუდენტებისათვის არაჩვეულებრივი ქალაქია, თავისი საქმით დაკავებული და მუდამ მოფუსფუსე ხალხითურთ. სასეირნო მოედანი მშვენიერი ბილიკია სახეტიალოდ, დროის გასაყვანად და იმის მოსაფიქრებლად, თუ რომელ გასართობ ადგილს შეუერთდეთ.

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

www.independent.co.uk

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები