ბიზნეს-სკოლის აუდიტორიაში მოხვედრისას, სტუდენტები სწრაფად შეისწავლიან ერთმანეთს. ყველანი ძალიან განსხვავებულები არიან, ზოგიერთი განსხვავება მათ შორის სრულიად მოსალოდნელია, ზოგი კი გასაოცარიც კი. თუ ამ განსხვავებებს სწორად წარვმართავთ, მაშინ სტუდენტი, რომელიც ფლობს მათ, სხვების ფონზე კარგი კუთხით გამოჩნდება. თუმცა, მეტად მნიშვნელოვანია, რომ თანაკურსელებმაც და პედაგოგებმაც ყველაფერი დადებითად აღიქვან.
შეიარაღდით MBA-ს კარგი სტუდენტის 10 თვისებით და შეუმჩნევლად დარჩენის შანსები უბრალოდ გაქრება:
1. პუნქტუალურობა მოიაზრებს, რომ სტუდენტები დროულად უნდა მიდიოდნენ ყველა შეხვედრასა და მეცადინეობაზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ყველას არ გამოსდის. იშვიათად დაგვიანება მისაღებია, მაგრამ მისცე თავს უფლება, რომ ამგვარად მოიქცე მუდმივად, არ შეიძლება. მობრძანდით პირველი და წაბრძანდით ბოლო – ეს შექმნის დადებით შთაბეჭდილებას. ნებისმიერ შემთხვევასა და ნებისმიერ სიტუაციაში – ეს საუკეთესო მახასიათებელია.
2. მომზადება აუცილებელია. რთული არ არის განსაზღვრო, მზადაა სტუდენტი მეცადინეობისთვის/შეხვედრისთვის თუ არა. სწავლის პროცესისადმი სერიოზული დამოკიდებულება არა მარტო აუმჯობესებს შედეგს, არამედ ამყარებს საკუთარი ძალების რწმენას.
3. დასჯადია ინიციატივა? ყოველთვის არა. გამოიჩინეთ აქტიურობა MBA-ს კურსზე სწავლის პერიოდში. მაგალითისთვის, წინასწარ დაჯავშნეთ საკონფერენციო დარბაზი შეხვედრისთვის ან ორგანიზება გაუწიეთ ჯგუფის ვიზიტს კომპანიაში. ინიციატივის გამოვლენით იქ, სადაც ეს შესაფერისია, თქვენ მიიპყრობთ ყურადღებას.
4. დასვით კითხვები და უპასუხეთ. იმის ცოდნა, თუ როდის, როგორ და რა იკითხო, არ არის დამახასიათებელი MBA-ს ყველა სტუდენტისათვის. შემთხვევათა უმეტესობაში რჩება პასუხგაუცემელი კითხვების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ადამიანი, რომელიც არსებითად სვამს კითხვებს, ახდენს მათ სწორ ფორმულირებას, თანაც შესაფერის დროს, იმსახურებს პატივისცემას.
5. პოზიტიური განწყობა გადამდებია. MBA-ს პროგრამაში, რასაკვირველია, შეგიძლიათ უამრავი ნეგატიური მომენტის პოვნა: სუსტი ლექციები, გაუაზრებელი დავალებები, თანაკურსელთა უსიამოვნო ყოფაქცევა. მიუხედავად ამისა, თქვენი ამოცანაა ნებისმიერ სიტუაციაში დაინახოთ დადებითი მხარე.
6. თავაზიანობა MBA-ს კონტექსტში დაკავშირებულია კოლეგებთან მიმართებაში ტაქტიანობასთან. გარდა ამისა, ყურადღების გამოჩენა ყოველთვის მართებულია, განსაკუთრებით პროგრამის დასაწყისში. ზოგჯერ რთულია ყველას პატივისცემით მოექცე, მიუხედავად ამისა, ეს პოზიტიურ გავლენას იქონიებს სხვების მხრიდან თქვენს შეფასებაზე.
7. ბალანსი საჭიროა ყველაფერში. მთავარია ზედმეტი არ მოგვივიდეს შეკითხვების დასმა და პასუხების გაცემა სწავლის დროს. ასეთი ქცევა ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
8. ჩართულობა ჯგუფურ ცხოვრებაში და მთლიანობაში MBA პროგრამაში. ეს რთული საკითხია, რომლის ბარიერადაც ყოველთვის გვევლინება მრავალამოცანიანი რეჟიმი და დიდი რაოდენობით ყურადღების გამფანტველი ფაქტორი. ასეა თუ ისე, ჩართული სტუდენტები არიან აქტიური სტუდენტები.
9. სანდოობა ყოველთვის ფასობს. MBA-ს სტუდენტები ხშირად იღებენ თავის თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით გუნდში. უფრო მარტივია მოილაპარაკოთ ჯგუფში, ვიდრე მიაღწიოთ მაღალ შედეგს თქვენით. პასუხისმგებლობების კომპეტენტურად განაწილება პოზიტიურად ზემოქმედებს გუნდსა და თქვენს რეპუტაციაზე
10. აღიარეთ სხვების გამარჯვებები. თქვენი წვლილი ჯგუფურ პროექტში ან სხვათა პროფესიულ განვითარებაში ყოველთვის არ ფასდება შესაბამისად. სხვების წარმატების გულწრფელად აღიარება კოლეგების ფონზე უფრო ღირსეულად წარმოგაჩენთ.
MBA-ს სტუდენტები თავიანთი ბუნებით წარმატებულნი და კონკურენტუნარიანნი არიან, ამიტომაც უმეტესობა ცდილობს გამოეყოს. ზოგჯერ მეტ-ნაკლებად შესამჩნევი ხდება ის, რასაც ჩვენ ვთვლით თვალსაჩინოდ. ისარგებლეთ რჩევებით, აკონტროლეთ ქცევა და შედეგიც არ დააყოვნებს.
წყარო: studpress.ge