დღეს, კინოთეატრ ”რუსთაველში” ბოლივუდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ინდური ფილმების ფესტივალი იხსნება. ღონისძიებას საქართველოში ინდოეთის საელჩო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია ”ბჰარატი” ახორციელებს.
”ინდური ფილმების დღეები” 4 დღე გაგრძელდება და, ამ ხნის განმავლობაში, ბოლო წლების საუკეთესო ჰიტებს უჩვენებენ.
ასე რომ, ინდური ფილმების მოყვარულებს დღესვე შეგიძლიათ გაემართოთ კინოთეტრისაკენ. რაც მთავარია, ფილმების ჩვენებებზე დასწრება უფასოა.