ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციამ დაასრულა ტრეინინგის ციკლი „ეკოლოგია და სამოქალაქო ჩართულობა“.
დღეს 15 მარტს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოცაიციამ ჩაატარა ტრეინინგის „ეკოლოგია და სამოქალაქო ჩართულობის“ მეორე ნაწილი. დღევანდელი ნაწილი ეხებოდა უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოებას, მასში მონაწილეობისათვის აუცილებელ უნარებს მის მნიშვნელობას სახელმწიფოში და მოქალაქეთა ჩართულობას ამ ინსტიტუტში.
ტრეინინგის განმავლობაში მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის აქტივობა, რომელიც თემატურად დაკავშრიებული იყო სამოქალაქო საზოგადოების არსთან. ტრეინინგის ჩატარდა სიმულაცია, რომლიც მიხევითაც მონაწილეები დაიყვნენ 4 დაპირისპირებულ ჯგუფად (ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მოქალაქეები და ხელისუფლება). სიმულაცია შეეხებოდა საქართველოს ერთ–ერთ სოფელში ჰესის აშენებას. მონაწილეები ერთმანეთის წინაშე წარდგნენ რამდენიმე წუთიანი მოხსენებით, დაიცვეს საკუთარი სექტორის პოზიციები და ჩაებნენ დისკუსიაში.
ტრეინინგში „ეკოლოგია და სამოქალაქო ჩართულობა“ მონაწილეობა მიიღო ქ.თბილისის 71–ე საჯარო სკოლის მეცრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა. ტრეინინგი შედგებოდა ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილში განხილული იყო ის ეკოლოგირი პრობლემები და მოგვარების გზები რაც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს. მეორე ნაწილი კი ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ უნარებსა და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
ნიკა ჩერქეზია