11 მარტს, საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ოფიციალური პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ბაზაზე დაფუძნებული პირველი საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მისიაა საქართველოში უზრუნველყოს აკადემიური პერსონალის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სექტორის ჩართულობა და კოორდინაცია მიზნობრივ საჯარო პოლიტიკის კვლევებსა და ტრენინგებში. ცენტრი დაფუძნებულია EWMI-G-PAC- ის გრანტის ფარგლებში.
ცენტრის ოფიციალურ პრეზენტაციააზე სიტყვით გამოვიდნენ და საქართველოში საჯარო პოლიტიკის განვითარების კუთხით ცენტრის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში სტეფან ჰაიკინმა, EWMI-G-PAC პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ ლასმანმა,საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძემ და საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა არჩილ აბაშიძემ.
პრეზენტაციის დასასრულს საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის მიერ ორგანიზებულ SPSS-ის სატრენინგო კურსის მონაწილე საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ფართო სპექტრი.
წყარო: iliauni.edu.ge