სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს.
სტუდენტების დაფინანსება მოხდება შემდეგი ჯგუფების მიხედვით:
1) აფხაზეთიდან დევნილი;
2) სოციალურად დაუცველი;
3) მაღალი აკადემიური მოსწრება და სტუდენტური აქტივობები (ჩართულობა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტებში და ზოგადად სტუდენტურ ცხოვრებაში, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე უნივერსიტეტის გარეთ.)
წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. პირადი განცხადება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის სახელზე (განცხადებაში მოცემული უნდა იყოს თქვენი ოჯახის არსებული მდგომარეობა და ის გარემოებები, რის გამოც ვერ ახერხებთ სწავლის საფასურის გადახდას.
განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/document/d/173f97zAVk8LcKVUwZ65HCNH0POG9T7zSVdCef6s6AcQ/pub);
2. აფხაზეთიდან დევნილის მოწმობა;
3. ამონეწერი ფაკულტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;
4. ამონაწერი სოციალურად დაუცველობის შესახებ;
5. აკადემიური მოსწრების ასლი დეკანატიდან (2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის);
6. პირადობის მოწმობის ასლი.
განაცხადის შეტანის ვადები: 1 მარტიდან – 15 მარტის ჩათვლით. დოკუმენტაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ ფაკულტეტის თვითმმართველობებს, ან ცენტრალურ თვითმმართველობას (სსუ-ს I კორპუსი მე_7 სართული, ოთახი № 712)
ტელ: 0322 54 14 72; 599 01 15 40.