აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის, ყოველთვიურად, 200 და 300-ლარიანი სტიპენდიები დაწესდა. ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ დღეს, 26 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სიახლე აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ეხებათ.
„ამ პროგრამაში შემოსულია 220-ზე მეტი განაცხადი. ჩვენ არ გვქონდა გათვალისწინებული ბიუჯეტი ასეთი რაოდენობის განაცხადების დაფინანსებაზე, თუმცა ჩემი გადაწყვეტილებით, უშუალოდ ყველა სტუდენტი იქნება დაფინანსებული. ამისთვის გამოყოფილი იქნება, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.




