საგრანტო კონკურსზე – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“, განაცხადების მიღება დაიწყო – საერთო ბიუჯეტი 1 200 000 ლარია

კონკურსები

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, საკონკურსო განაცხადები, 2026 წლის 5 თებერვლიდან 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] მიიღება.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 1 200 000, ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი კი – 100 000 ლარია.

საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებია:

  • ახალგაზრდებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
  • მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ინტერკულტურული დიალოგი, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
  • ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება;
  • ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები