ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტები 2 000 ლარს მიიღებენ – საჭირო დოკუმენტები

სტუდZona

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტები, სემესტრულად, ერთჯერადად, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისფლება ავრცელებს.

ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • განცხადების შემოტანის მომენტისთვის, მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი;
  • არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
  • სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
  • აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

ფულადი ჯილდოს მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
  4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (ნიშნების ფურცელი);
  5. საბანკო რეკვიზიტები.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები