რამდენი ქალი და ვაჟი სტუდენტი სწავლობდა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – საქსტატის 2024-2025 წლის მონაცემები

STUDINFO.GE EDU-ზე

2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სტუდენტთა საერთო რაოდენობის 51% ქალი, შესაბამისად, 49% – ვაჟი იყო. ამის შესახებ საუბარია უახლეს ანგარიშში, სახელწოდებით „ქალი და კაცი საქართველოში 2025“, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ნოემბერში გამოაქვეყნა.

საქსტატის ცნობით, ქალ სტუდენტთა 58% სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა, ხოლო 42% – კერძოში. მათი საერთო რაოდენობა 99 ათასი იყო.

რაც შეეხება ვაჟებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ვაჟ სტუდენტთა 57%, კერძოში კი 43% სწავლობდა. მათი საერთო რაოდენობა 89 ათასს შეადგენდა.

ანგარიშში საუბარია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სქესთა მიხედვით სტუდენტთა კიდევ ერთ განაწილებაზეც, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტთა 53% ქალი, 47% კი ვაჟი იყო.

საქსტატი ასევე აქვეყნებს 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის პროფესორ-მასწავლებლების რიცხოვნობის შესახებ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალ პროფესორ-მასწავლებელთა 43% ასწავლიდა, კერძოში – 57%. მათი საერთო რაოდენობა კი 6 795 იყო. რაც შეეხება კაცებს, აქ მონაცემებია ასეთია: სახელმწიფო – 45%, კერძო – 55%. მათი საერთო რაოდენობა 4 660-ს შეადგენდა.

ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში დასაქმებულ პროფესორ/მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 58% ქალი, 42% – კაცი იყო. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, მონაცემები შემდეგნაირია: ქალი – 60%, კაცი – 40.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები