გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია და განცხადების შევსება გრძელდება და 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.
2025-2026 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და განცხადება წარადგინოს როგორც იმ სტუდენტმა, რომელიც პირველად ერთვება აღნიშნულ პროგრამაში, ასევე სტუდენტმა რომელიც წინა წლებშიც ფინანსდებოდა ამ პროგრამის ფარგლებში ან სარგებლობდა სახელმწიფო დაფინანასებით (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით, მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში).
ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი: socreg.mes.gov.ge/
იხილეთ:
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა
ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია




