ახალგაზრდების განაცხადების მიღება დაიწყო – თბილისში „გაეროს მოდელირების კონფერენცია 2025“ გაიმართება

სტუდZona

თუ ხართ 14-დან 18 წლის ჩათვლით ახალგაზრდა, შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ინოვაციურ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას იმსჯელონ გლობალურ საკითხებზე და განივითარონ ლიდერობის, მოლაპარაკების, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარები.

ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, „გაეროს მოდელირების კონფერენცია 2025“ თბილისში, 12-14 დეკემბერს გაიმართება.

პროექტი (Model UN) წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო პლატფორმას და პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო დელეგატს მიეცემა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღოს მონაწილეობა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში.

განაცხადები მიიღება 25 ნოემბრის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები