საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.
22 ოქტომბერრს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობა 3 თვე იქნება.
“სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვითარებას და მათ აქტიურ ჩართულობას საჯარო სამსახურში”, – განმარრტავენ საკანონმდებლო ორგანოში.
სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: [email protected].
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე https://parliament.ge/internships.




