ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც 2026-2027 სასწავლო წელს ჩეხურ უნივერსიტეტებში სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელება სურთ, ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად, რეგისტრაცია დაიწყო.
სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისთვის გრანტის ოდენობა თვეში 16 000, სადოქტოროზე კი 17 000 ჩეხური კრონაა.
სტუდენტები რეგისტრაციის გავლას მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე, ონლაინ შეძლებენ ბმულზე.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს ზოგადი ცოდნის და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტები (ონლაინ).
სტუდენტებს საშუალება აქვთ, როგორც ჩეხურ ენაზე, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე ისწავლონ. ჩეხურ ენაზე შემოთავაზებულ კურსზე რეგისტრაციის შემთხვევაში, პროგრამა, სრული დაფინანსებით, ჩეხური ენის მოსამზადებელ ერთწლიან კურსს ითვალისწინებს.