დღეიდან, 3 სექტემბრიდან, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან.
თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული.
განცხადებების მიღება 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.