სახელმწიფო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 50 000 ლარამდე მიზნობრივ გრანტებს სთავაზობს

კონკურსები

თუ წარმოადგენთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მუშაობთ ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებზე, მაშინ ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ.

ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის 50 ათასი ლარის ოდენობით მიზნობრივ გრანტებს გამოყოფს, კონკურსის საერთო ბიუჯეტი კი 400 000 ლარია.

საკონკურსო განაცხადების მიღება 2025 წლის 12 აგვისტოს დაიწყო და 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

საგრანტო პროექტის თემატური პრიორიტეტები შემდეგია:

  • ახალგაზრდების საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის წახალისება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მათ შორის, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ინტერკულტურული დიალოგის გზით, სამშვიდობო უნარების ხელშეწყობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის წახალისება;
  • ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება;
  • არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება;
  • ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;
  • „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ ფარგლებში, ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარება, განსაკუთრებით ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებებით;
  • ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა და გარემოს დაცვა, მათ შორის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულებების შემცირებისა და ძალადობის პრევენციის, ბავშვთა/ადრეული ქორწინებებისა და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ ბრძოლის გზით;
  •  მედია და ციფრული წიგნიერებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები