სტაჟირება აშშ-ში – პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

სტუდZona

თუ ხართ ახალგაზრდა ლიდერი მმართველობის ან საზოგადოებრივ სფეროში, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების შეძენა, პროფესიული ქსელის გაფართოება და უნარების განვითარება, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, დაიწყო განაცხადების მიღება პროფესიული პრაქტიკის პროგრამაზე, რომელსაც აშშ-ის მთავრობა სრულად აფინანსებს.

საელჩოს ცნობით, პროგრამა დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალურად მორგებულ პროფესიულ განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

პროგრამის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, 2026 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძო კომპანიებში ან სახელმწიფო უწყებებში 5-6-კვირიანი სტაჟირება გაიარონ.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 31 ივლისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები