ჰიუბერტ ჰამფრის გაცვლითი პროგრამა – აშშ-ის საელჩო კონკურსს აცხადებს

სტუდZona

თუ გაქვთ მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება და ეძებთ განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის გაცვლითი პროგრამა თქვენთვისაა.

2026-2027 წლების ჰიუბერტ ჰამფრის სასტიპენდიო პროგრამისთვის ყოველწლიურ კონკურსს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს.

ჰამფრის პროგრამა აშშ-ში აგზავნის წარმატებულ პროფესიონალებს (mid-career), რომლებსაც ლიდერობის პოტენციალი აქვთ. ისინი ერთი წლის განმავლობაში გადიან სამაგისტრო დონის, არასადიპლომო აკადემიურ კურსებს და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობენ.

მონაწილეობის კრიტერიუმები

– აპლიკანტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მცხოვრებლები;
– შესაფერისი კანდიდატები არიან საშუალო კარიერის პროფესიონალები (mid-career) ლიდერულ პოზიციებზე, რომლებმაც აჩვენეს საჯარო სამსახურისადმი ერთგულება და პროფესიული წინსვლის პოტენციალი;
– კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ როგორც პროგრამაში მონაწილეობის საჭიროება, ისე მისგან სარგებლის მიღების პოტენციალი. შესაბამისად, მათ უნდა აჩვენონ შესაბამისი გამოცდილება, უნარები და ერთგულება, ამასთანავე დაასაბუთონ, თუ როგორ შეუძლიათ ამ პროგრამიდან ისეთი სარგებლის მიღება, რაც მათ აქამდე არ განუცდიათ და, სავარაუდოდ, არც ექნებათ ჰამფრის სტიპენდიის გარეშე;
– უნდა ჰქონდეთ პირველადი საუნივერსიტეტო ხარისხი (4-წლიანი ბაკალავრის ან საბაკალავრო ხარისხის შესაბამისი.);
– აპლიკანტები ამჟამად დასაქმებულები უნდა იყვნენ საქართველოში;
– პოტენციურ სტიპენდიატებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ხუთ წლიანი სრული განაკვეთზე მუშაობის პროფესიული გამოცდილება პირველი საუნივერსიტეტო/საბაკალავრო ხარისხის მიღების შემდეგ, 2025 წლის აგვისტომდე;
– უნდა ფლობდნენ პასპორტს (ან ჰქონდეთ პასპორტის აღების უფლება);
– აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ J-1 სავიზო მოთხოვნებს;
– აპლიკანტებმა უნდა გაიარონ დამაკმაყოფილებელი სამედიცინო შემოწმება.

სასწავლო სფეროები

ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობები (Human and Institutional capacity):

– ეკონომიკური პოლიტიკა და ფინანსები
– საჯარო პოლიტიკის ანალიზი და საჯარო ადმინისტრირება
– ტექნოლოგიური პოლიტიკა და მენეჯმენტი

Sustainable Lands

– სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარება
– ბუნებრივი რესურსების და გარემოსდაცვითი პოლიტიკა
– ურბანული და რეგიონული დაგეგმარება

Thriving Communities

– საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
– ნივთიერებების ბოროტად გამოყენების განათლება და პოლიტიკა
– საგანმანათლებლო ადმინისტრირება, დაგეგმარება და პოლიტიკა

უფლებები და თავისუფლებები:

– კომუნიკაციები/ჟურნალისტიკა
– სამართალი და ადამიანის უფლებები

ონლაინ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 13 ივლისია.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები