ანაზღაურებადი სტაჟირება – სახალხო დამცველის აპარატის შეთავაზება სტუდენტებს

სტუდZona

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტებს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტებში ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად კი, სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ, იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულების, სულ მცირე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტებს.
ორივე დეპარტამენტში თანამდებობრივი სარგო 657 ლარია.

ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის სტაჟიორისთვის გამოსაცდელი ვადა 2-თვიანი, განცხადების შეტანის ბოლო ვადა კი, 19 ივნისია.

რაც შეეხება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის სტაჟიორს, ამ შემთხვევაში გამოსაცდელ ვადად 3 თვე, ხოლო განცხადების შეტანის ბოლო დღედ 23 ივნისია განსაზღვრული.

ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის სტაჟიორისთვის სტაჟირების ხანგრძლიობა 6 თვეა, სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის სტაჟიორისთვის – ერთი წელი.

თითო დეპარტამენტი თითო სტაჟიორს მიიღებს.

კანდიდატებმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარადგინონ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – hr.gov.ge

საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატთა მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვეში, ქულათა სისტემით მიიღება.

დაინტერესებულ პირებს საკვალიფიკაციო მოთხოვნების და ფუნქციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ:

ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის სტაჟიორი
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის სტაჟიორი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები