ქართულ დიპლომს ჩინეთი აღიარებს – შეთანხმება უკვე ძალაშია

სტუდZona

თუ ხარ საქართველოს უმაღლესი სასწავლების სტუდენტი ან კურსდამთავრებული, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა, რადგან თქვენს დიპლომს საქართველოს გარდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც აღიარებს.

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს, 10 ივნისს გამოქვეყნებული დადგენილებით, დამტკიცდა დიპლომების ურთიერთაღიარების შესახებ საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის შეთანხმება.

დოკუმენტი, დიპლომების გარდა, ორ ქვეყანას შორის სერტიფიკატების ურთიერთაღიარებასაც ითვალისწინებს: „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება”.

ქვეყნებს შორის შეთანხმებას მიმდინარე წლის 15 მაისს მოეწერა ხელი, ძალაში კი, დღეიდან, 10 ივნისიდან შევიდა.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: ირაკლი კობახიძის დადგენილება

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები