„წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
რა შემთხვევაში დაჯილდოვდებიან სტუდენტები:
ბაკალავრიატის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.“.
„ბ) მაგისტრატურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91–100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.“.
„ბ) დოქტორანტურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91–100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.“.
„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ სასწავლო კურსში სწავლის შედეგის მიღწევის დონის „ფრიადით“ (91 – 100 ქულა) შეფასებისას – 1 აპრილამდე (შემოდგომის სემესტრი) და 1 სექტემბრამდე (გაზაფხულის სემესტრი), ხოლო დოქტორანტურაში ჩარიცხვისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან ორი თვის ვადაში, განმცხადებელმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა (დედანი) უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის მითითებით;
დ) ცნობა (დედანი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
ე) მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საბანკო რეკვიზიტები.