მწერალთა სახლი ახალგაზრდებისთვის გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს – „ახალი ქართული მოთხრობა“ აცხადებს.
კონკურსის მიზანი ახალი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა.
განაცხადები მიიღება იწარმოებს 20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პრემიის საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს და გაიცემა 2 ნომინაციაში:
- რჩეული მოთხრობა
- რჩეული დებიუტი
ინფორმაციისთვის, პრემია ყოველწლიურია და გაიცემა 2 ავტორზე. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია.
კონკურსში გამარჯვებულ რჩეული მოთხრობას გადაეცემა 3,000 ლარი რჩეული დებიუტს 2,000 ლარი, ასევე, ჯილდო სიმბოლიკით.
გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 4 ივლისს, მწერლის დაბადების დღეს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და წესები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლიდან 26 წლის ჩათვლით.
საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ ერთი მოთხრობა. ჟანრი და თემატიკა: თავისუფალი. მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები, რომელიც არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს. მსგავს შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კონკურსანტის გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია (WORD დოკუმენტი).
- კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი).
- ინფორმაცია ადრე გამოქვეყნებული ნამუშევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- მოთხრობა – WORD დოკუმენტი, შრიფტი – Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება – სტანდარტული (Multiple).
განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:
ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: [email protected] კონკურსანტი მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.
მწერალთა სახლი სინფორმაციით, კონკურსის ჟიური შედგება 3 წევრისგან.
რაც შეხება გამარჯვებულის შეღჩევის პროცედურას, შერცეული ჟიური გაეცნობა განაცხადებს და დაუშვებს კონკურსზე შესაბამის ავტორებს.
გამარჯვებულის გამოვლენამდე, ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია.