ახალგაზრდებისთვის შაორისა და ანაკლიის ბანაკებში ლიდერთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა – პირობები

სტუდZona

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ აცხადებს მიღებას ბანაკის ლიდერის პოზიციაზე, ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში.

სააპლიკაციო განაცხადები მიიღება 24 აპრილის ჩათვლით.

თითო ნაკადის ხანგრძლივობა 5 დღე, შრომის ანაზღაურება: 500 ლარი თითო ნაკადზე.

მსურველებმა უნდა შეავსონ კონკურსის სააპლიკაცი ფორმა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საქართველოში მცხოვრები ქმედუნარიანი მოქალაქე;
ასაკი: 20 წლიდან 30 წლის ჩათვლით; განათლება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ან/და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი/კურსდამთავრებული.

სასურველია 14-18 ან/და 18-25 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;

სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა); დროის მართვის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი; კრეატიულობა;
კომუნიკაბელურობა.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • რეზიუმე (CV) სახელმწიფო ენაზე;
  • დიპლომის ასლი ან/და ცნობა სასწავლებლიდან: სტუდენტის სტატუსის შესახებ აგრეთვე, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის ან კურსდამთავრებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სტატუსშეჩერებული სტუდენტის შემთხვევაში, შესაბამისი ცნობა სასწავლებლიდან.

ბანაკის განხორციელების პერიოდია: ივლისი – სექტემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები