„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიამ განცხადებების მიღება დაიწყო და პროცესი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.
თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე.
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტს გაეწია.
როგორც STUDINFO.GE-ს დედაქალაქის მერიაში დღეს, 11 მარტს განუმარტეს, დაფინანსების მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია დედაქალაქის მერიაში უნდა შეიტანონ.
დეტალური მოთხოვნები კატეგორიების მიხედვით:
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დაფინანსების პროგრამა