ტერმინი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება” ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება

ინფორმერი

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მალე განიხილავს ცვლილებას “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც, ტერმინი “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება” ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება.

ინფორმაცია ამის შესახებ STUDINFO.GE-მ საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი გაგზავნილ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში ამოიკითხა.

რაც შეეხება ცვლილების მიზეზს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაგეგმილი ცვლილებით “ხაზგასმით გამოიკვეთება უნივერსიტეტების სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა. შესაბამისი ცვლილება აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საქმიანობის ნაწილში”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები