27 იანვარს, 13:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდება საინფორმაციო ტრენინგი თემაზე: როგორ ვთქვათ გაცნობიერებული უარი ნარკოტიკზე?
უნივერსიტეტის ცნობით, ტრენინგი იქნება ინტერაქციული ხასიათის და განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა:
- რა არის დამოკიდებულება?
- რა ზიანს აყენებს ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმსა და ფსიქიკას?
- გათავისუფლების გზები – როგორ დავძლიოთ დამოკიდებულება?
სპიკერი: თამაზ ტუღუში – ფსიქოთერაპევტი, დამოკიდებულების თერაპევტი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სერტიფიცირებული თერაპევტი, ფსიქოთერაპიის კათედრის პროფესორის ასისტენტი, სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი და თერაპიული გუნდის ხელმძღვანელი.
დასწრება თავისუფალია!