21 დეკემბერს 17:00 საათზე ფილარმონიასთან გაფიცული ლექტორებისა და სტუდენტების მსვლელობა იგეგმება.
“რუსული რეჟიმი გვებრძვის ჩვენ! რათა ჩაახშონ საქართველოს თავისუფალი და განათლებული საზოგადოების ხმა. რეჟიმი ძალადობს სტუდენტებზე და ლექტორებზე, დაკავებულები არიან ჩვენი უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები.
გამოვხატოთ სოლიდარობა რეჟიმის მსხვერპლი სტუდენტებისა და ლექტორების მიმართ, მოვთხოვოთ საყოველთაო გაფიცვა უნივერსიტეტებს, მთელი საქართველოს მასშტაბით.
გელით ყველა გაფიცულ სტუდენტსა და ლექტორს. თან იქონიეთ თქვენი უნივერსიტეტის დროშები და პლაკატები,” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.